„ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და ზურა ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი გამართეს და იმ შეზღუდვების მოხსნის საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც დღეს ქვეყანაშია დაწესებული.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გახსნაზე, ეს უნდა იყოს კარგად ორგანიზებული“, – ამბობს ზურა ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს კარგად აღჭურვილი ტესტებით და რეგულარულად უტარდებოდეს ყველა რისკჯგუფს, პირველ რიგში – მედპერსონალს და ყველა მათგანი ეკიპირებული უნდა იყოს სათანადოდ”.
„ჩვენთან ძალიან მაღალია მედპერსონალის ინფიცირება. საერთო მონაცემში 72 ექიმი და ექთანი ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია“, – თქვა ჭიაბერაშვილმა.
მისი აზრით, ყველაზე მთავარია მედპერსონალის რეგულარული ტრენინგი, რათა პაციენტთა ნაკადი იმართოს ისე, რომ ინფექცია არ გავრცელდეს თვითონ საავადმყოფოებში.
_______________________________
„საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევა გვაქვს, რაც დაახლოებით 12.7%-ს შეადგენს. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი, დაახლოებით საშუალო მაჩვენებელზე ვართ საერთაშორისო მაჩვენებლის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.