საქართველოში კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ გამოჯანმრთელებულია 215 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.