საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა stopcov.ge-ზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილი 57 წლის ქალია. მაუწყებელს ინფორმაცია პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.
ამ მომენტისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი.
კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 589
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 221
- მათ შორის გარდაცვლილი – 9