მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში დაწესებულების შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების ნაწილი წინასწარ გაცხადებულ ვადებზე ადრე მოიხსნება. მაგალითად, ხვალიდან დაშვებული ხდება ყველანაირი სამშენებლო ბიზნესის საქმიანობა, ასევე ავტოსარემონტო ბიზნესის საქმიანობა. 5 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება ბათუმსა და ქუთაისში.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისა და აღდგენის სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს, რომლის შემუშავებაზე დავალება მიღებული ჰქონდათ. საზოგადოებას ასევე გააცნობენ ფერმერების მხარდაჭერის გეგმას.
„აქ მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის აღორძინება, ეკონომიკის გახსნა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ხდება. პარალელურად ეს შესაძლებლობა გვექნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს დ ასევე პირბადე და სოციალური დისტანცია ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.
ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის აღდგენის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე დავალება აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც უახლეს დღეებში წარმოადგენს.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ფერმერების მხარდაჭერის ეფექტური გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ფერმერობის მხარდაჭერა ახალ ფასეულობას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით”.