ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა

პუბლიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა” სააგენტო „Рес“-ზე დაყრდნობით წერს.

ბიბილოვის თქმით, ინფექცია დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რუსეთიდან 30 აპრილს ჩავიდა.

„ჩვენ დაგვიდასტურდა პირველი შემთხვევა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ორგანიზებულ ჯგუფებად ჩამოდიოდნენ სამხრეთ ოსეთში, და რომლებიც ჩვენ კატანტინში გადაგვყავდა. ეს გვაკისრებს ჩვენ მეტ პასუხიმგებლობას, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება”, – განაცხადა ბიბილოვმა.