პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ფეისბუქის მიერ საქართველოში ასობით გვერდის გაუქმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ კოკა ყანდიაშვილზე.
„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც აქვს და თუკი ფეისბუქმა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო და ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, რამდენად დაარღვია მან ფეისბუქის რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ კონკრეტული პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებების, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქსივრცეში“, –ამბობს გიორგი ვოლსკი.
Facebook-მა გამოცემა „ეSპერსონასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა