ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, ჩინეთის გარდა კოვიდინფექცია სადმე რამდენიმე თვით ადრე ყოფილიყო გავრცელებული. ამის შესახებ მან „პირველ არხთან“ ისაუბრა.
„მასიურად არ დადასტურებულა, რომ ეს ინფექცია ადრეც იყო სადმე გავრცელებული. მე რამდენადაც ვიცი, ასეთი, ნამდვილად დადასტურებული შემთხვევა ერთია, მარტო საფრანგეთის და კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა ეჭვია ამაზე და ისიც დეკემბერში და არა რამდენიმე თვის ან ორი წლის წინ.
მე პირადად ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, რომ ეს ეპიდემია სადმე, გარდა ჩინეთისა (ჩინეთში სავსებით შესაძლებელია, რომ ის იყო რამდენიმე თვით ადრე), ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის სხვა ქვეყნებში იყო და თან თუ იყო, იქნებოდა ერთეული შემთხვევები. რადგან მას შემდეგ, რაც ჩინეთმა განაცხადა ხმამაღლა, რომ ეს არის ახალი ეპიდემია და გადამდები, მას შემდეგაც გაიხსენეთ დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის ერთი თვის მაძილზე, სხვა ქვეყანაში ფიქსირდებოდა ერთეული შემთხვევები, როცა უკვე იცოდნენ, კოვიდ-19-ის არსებობა.
ადრე რომ ყოფილიყო მასიურად ეს ინფექცია გავრცელებული, სხვანაირი სცენარი იქნებოდა. საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მანამდე იყო ეს ინფექცია“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
საფრანგეთში პნევმონიით დაავადებული პაციენტის დეკემბრის ნიმუშში Covid-19 აღმოჩნდა