პროფესორი, რომელიც კორონავირუსზე მნიშვნელოვან კვლევას ატარებდა, მოკლული იპოვეს - CNN

პუბლიკა

პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსზე მნიშვნელოვან კვლევას ატარებდა, სახლში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მკვლევარ ბინგ ლიუს თავის, ყელისა და ტანის არეში ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

როგორც გამოცემა წერს, გამოძიების ვერსიით, ბინგ ლიუ მოკლა დაუდგენელმა პირმა, რომელიც ასევე იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში. პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

პიტსბურგის უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი მწუხარებას გამოთქვამენ ბინგ ლიუს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ ოჯახს.

მათი თქმით, მკვლევარი SARS-CoV-2-ს იკვლევდა და „მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო“.  უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ისინი დაასრულებენ ბინგ ლიუს კვლევას.