ხილი და ბოსტნეული გამდინარე წყლით უნდა გავრეცხოთ - მაია ბუწაშვილი

პუბლიკა

„არავითარი საპნით რეცხვა ხილსა და ბოსტნეულს არ სჭირდება“, – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „TV პირველის ეთერში“  განაცხადა.

მისი თქმით, საპნით რეცხვისას ხილსა და ბოსტნეულზე გარკვეული ნივთიერებები დაილექება.

„ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ კორონავირუსი ხილთან და ბოსტნეულთან მიმართებაში ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილას მდგომი პრობლემაა. ხილით და ბოსტნეულით ბევრად უფრო მძიმე ინფექციები გადადის, ნაწლავური ინფექციები, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელიც შეიძლება მძიმედ განვითარდეს. ამიტომ ჩვეულებრივი პროცედურა, სტანდართული ჰიგიენა უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით სალათის ფოთლების რეცხვისას, ცალ-ცალკე უნდა გაირეცხოს, პატარა ხვეულში შეიძლება შეჰყვეს რაღაც, რამაც შეიძლება სერიოზული ინფექცია გამოიწვიოს. როგორც ჩვეულებრივ გამდინარე წყლით ვრეცხავდით ხილსა და ბოსტნეულს, ისე უნდა გავრეცხოთ. არავითარი მდუღარე წყალი, არავითარი საპონი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

.