რვა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყაროები ცნობილია.

„რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან აბსოლუტურად ყველას წყარო ცნობილია. არსებული წყაროდან არის. უბრალოდ ოთხი კარანტინის სივრციდანაა. დანარჩენი კონტაქტები არიან“, – დასძინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 323 პაციენტი მკურნალობს.

7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა და 623 გახდა, – მონაცემები stopcov.ge-ზე დილით განახლდა. 

13-ით გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და ის ამ ეტაპისთვის 288-ს შეადგენს;

გარდაცვლილია – 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.