ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-სგან მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის აღრიცხულია სულ 4 196 784 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 284 034 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 500 385 ადამიანი.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 367 963 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 80 787 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 256 336;
შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი – 264 663 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 176 439 , გარდაიცვალა 26 621 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე გადმოინაცვლა რუსეთმა, სადაც ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა – ამ დოისთვის ფიქსირდება 221 344 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 39 801, გარდაიცვალა 2009 ადამიანი.
რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის მონაცემებით:
თურქეთში 138 657 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 92 691, გარდაიცვალა 3 786 ადამიანი.
სომხეთში 3 392 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 359, გარდაიცვალა 46 ადამიანი.
აზერბაიჯანში 2 519 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 650, გარდაიცვალა 32 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317
- მათ შორის გარდაცვლილი – 10
- კარანტინის რეჟიმში – 4896
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3