ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დამატებული კორონავირუსით ინფიცირებულთა წყაროები ცნობილია. 4 მათგანი საკარანტინო სივრციდანაა, 11 მაისს გამოვლენილი ინფიცირებულის კონტაქტები. 2 ასევე საკარანტინო სივრციდანაა, ერთი ბოლნისიდან, ერთიც – თეთრიწყაროდან.
ინფექციურ კლინიკაში 34 პაციენტია მოთავსებული, მათგან 33-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, ერთი კი კვლევის პასუხს ელოდება.
„გამოჯანმრთელდა ჩვენთან გუშინ და გაეწერა 6 პაციენტი, სადღაც 97 პაციენტია უკვე ჩვენთან გამოჯანმრთელებული.
6-ვე გამოჯანმრთელებული არის ის მოზარდები და 6-ვე მოზარდმა დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთი მოზარდი მკურნალობს.
საქართველოში დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მთლიანობაში შემთხვევათა რაოდენობამ 647-ს მიაღწია.
23-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მათი რიცხვი ამჟამად 372-ა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 647
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372
- მათ შორის გარდაცვლილი – 11
- კარანტინის რეჟიმში – 4373
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3