არანაირი საგანგებო მდგომარეობა - ტესტი, ტესტი, ტესტი - ვაშაძე

პუბლიკა

პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გახანგრძლივდეს.

„უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, აბსურდული შეზღუდვები რაც არის – რატომ ფეხსაცმლის მაღაზია არა და რატომ ტექნიკის მაღაზია, ვერავინ ამოხსნა საქართველოში.

ჩვენ, ისევე, როგორც ვაიძულეთ „ქართული ოცნება“, რომ სწორი მიმართულებით წაეყვანა თავისი სამ თვეზე გადანაწილებული შეზღუდვების მოხსნა, მოვთხოვეთ და დავასახელებინეთ საზღვრის გახსნის საკითხი, ასე უნდა ვიმოქმედოთ.

საზოგადოებრივი წნეხი თუ არ ექნათ ამ ადამიანებს, მათ უნდათ, რომ პოლიტიკური, საარჩევნო მიზნებისთვის მოირგონ კორონავირუსი.

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში გააღარიბეს საქართველო, დავკარგეთ ათობით ათასი სამუშაო ადგილი. არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ეს მავნებლობა გააგრძელონ.

არანაირი საგანგებო მდგომარეობა და შეიძლება ზოგმა თქვას, რას შეგვჭამეთ, მაგრამ ტესტი, ტესტი, ტესტი! ეს არის მთავარი პრობლემა, კაცო. ყველაფერში ფულის შოვნა შეიძლება?! ტესტები ვერ ჩამოიტანეს, ხალხო!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დაგვჭირდეს გაგრძელება საგანგებო მდგომარეობის – თალაკვაძე