„ბიოზეკის“ ტესტებს არ შევისყიდით, ხელშეკრულება შეჩერებულია – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანა „ბიოზეკის“ ტესტებს არ შეისყიდის და კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შეჩერებულია.

„ლაბორატორიის სამუშაო ჯგუფმა და, ასევე, კოვიდ 19-ის საკოორდინაციო კომისიამ კონკრეტულად „ბიოზეკის“ და, ასევე, სხვა ტესტების შესყიდვის საკითხი 22 აპრილს განიხილა. იმის საფუძველზე, რა დოკუმენტაციაც ახლდა ტესტებს, კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და გასცა რეკომენდაციამათი  შესყიდვის შესახებ, რის შემდეგაც შედგა ხელშეკრულება, რომელიც დათარიღებულია 24 აპრილით.

ჩვენ მანამდე მიღებული გქვონდა საჩუქრად 5 000 „ბიოზეკის“ ტესტი, რომლის გამოყენებაც დავიწყეთ როგორც ცხელების ცენტრებში ასევე კოვიდის კლინიკებში და სამედიცინო პერსონალის ტესტირებისთვის. გარკვეული შედეგები მივიღეთ ამ საწყისი გამოყენების საფუძველზე და ასევე გარკვეული შეფასება მცირე ჯგუფში. აქ არის უკვე დადასტურებული კოვიდის პაციენტებზე ტესტის გადამოწმება და ტესტმა აჩვენა გარკვეული დადებითი შედეგები, რაც ძალიან ახლოს იყო მის წინასწარ შედეგებთან.

მინდა, დავაზუსტო, რომ ტესტების ვალიდაციას ქვეყანა არც შესყიდვამდე და არც შესყიდვის შემდეგ არ აწარმოებს. უბრალოდ, აქ ხდება დაყრდნობა იმ სერტიფიცირებასა და აღიარებაზე ამერიკის დავადაებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვა ქვეყნების ავტორიტეტული ორგანოების მიერ, რომელთაც შეუძლიათ გასცენ დასკვნა.

ამ შემთხვევაში ჩვენ ტესტის რეალურად შესრულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, პრაქტიკულად, არ გვქონია, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკურლებით განსაზღვრულ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხერხდა, ამიტომ იმის გამო რომ დათქმულ ვადაში ვერ მოგვეწოდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების. ამიტომ ამ ეტაპზე ბიოზეკის ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ჩვენ ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების გატარება ანუ ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.