სილამაზის სალონებში ელექტრონული რიგი იქნება - თურნავა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სილამაზის სალონები ელექტრონული რიგისა და სოციალური დისტაციის დაცვით დაიწყებენ მუშაობას.

„იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები. ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, – განაცხადა თურნავამ.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გახსნასთან დაკავშირებული ნაბიჯები ცოტა ადრე გადავდგათ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.