საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 393

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულია 393 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 671;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 393;
  • გარდაცვლილი – 12;
  • კარანტინის რეჟიმში – 3873;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.