დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული 8 მარტის მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ რომც არსებობდნენ პოლიტპატიმრები, ამას უმრავლესობა ვერ აღიარებს, ამიტომ ისინი ზეპარტიულმა პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.
„გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არა გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს თუ არ გამოუშვებენ… ჩემი პოზიცია არის, რომ უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები, ვერ აღიარებს.
გვყავს ზეპარტიული პრეზიდენტი. ჩემი აზრია ეს სუბიექტური, რომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი ამოცანაა, 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ”, – აცხადებს ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული და არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილების კანონპროექტს მხარს კენჭისყრაზე. მისი ინფორმაციით, კანონპროექტს მხარს არც ენზელ მკოიანი დაუჭერს, რადგან ის მაჟორიტარული სისტემის მომხრეა.
„სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ არსებობს” – ოპოზიციის გადაწყვეტილება