პოლიცია ქვიშის ტომრებით დატვირთულ მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. როგორც „ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, ქვიშა პარლამენტის შენობის წინ დადგმული კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.
პოლიცია აქციის მონაწილეებს ადგილზე მხოლოდ შეშის შეტანის უფლებას აძლევს. მათი თქმით, ქვიშის ტომრების შეტანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რეკომენდებული არაა.
აქციის მონაწილეთა ნაწილს ქვიშის ტომრების ნაწილი ხელით გადააქვს კარვებამდე.