თუ მოხდა და საარჩევნო სისტემის ცვლილება ჩავარდა, ამაში საგანგაშო არაფერია – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ვერ შედგება, საგანგაშო არ არის.

„თუ მოხდა, რომ ჩავარდა და ვერ მოხდა ცვლილება საარჩევნო სისტემის, ჩემს აზრს გეუბნებით, ეს იქნება ძალიან ცუდი, თუმცა საგანგაშო არაფერი არ არის, მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, როგორც აქამდე ათეული წელი ვაკეთებდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე  განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილი იყო პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირების გათავისუფება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არც მთავრობას და არც პარლამენტს ამის ბერკეტი არ გააჩნია. როგორც კალაძე აღნიშნავს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია.