ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 246 პაციენტი მკურნალობს სტაციონარებში, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 419-ია.
„გამოჯანმრთელებულები მკვეთრად სჭარბობენ მათ, ვინც სტაციონარში მკურნალობს. 6 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, 2 პაციენტის ეპიდკვლევა, ჩაღმავებული, გრძელდება. ახალი პაციენტებიდან არცერთის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა.
26 გამოჯნმრთელებულიდან 9 პაციენტი ჩვენი კლინიკიდანაა. ჩვენთან მკურნალობას განაგრძობს 27 ინფიცირებული პაციენტი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 677-ია, 26 კი გამოჯანმრთელდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 677;
- აქედან გამოჯანმრთელებული – 419;
- გარდაცვლილი – 12;
- კარანტინის რეჟიმში – 3873;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები.