რესპუბლიკურში 46 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია - გოფოძე

პუბლიკა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფაძის თქმით, კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, დღეს კლინიკაში 2 პაციენტი შევიდა, ე.წ. ბოლნისი კლასტერიდან. სულ ბოლნისიდან კლინიკაში 7 პაციენტი მკურნალობს.

„ბოლნისიდან გადმოყვანილების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არცერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა. შვიდივეს ჩაუტარდება კვლევები, კომპიუტერულ ტომოგრაფიას გავუკეთებთ, ხვალ ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება, მაგრამ ჩივილები არ არის მძიმე.

კრიტიკულია კვლავ ერთი პაციენტის მდგომარეობა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ხანდაზმული პაციენტია, პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 677 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 419, გარდაიცვალა 12.