პიკი კი გადავლახეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ სახელმწიფო რეგულაციების დრო მცირდება, მაგრამ იმატებს ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის საკითხი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიაში“ ჩართვისას ისაუბრა.

„ყველაზე მძიმე მოსალოდნელი პერიოდი რაც იყო, კარგად განვვლეთ. არ გვქონია ძალიან მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში. პრინციპში, წყნარდება სიტუაცია, მაგრამ კორონავირუსი რომ დარჩება დიდი ხანი, სამწუხაროდ, ესეც ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა მოსახლეობას პირველ რიგში, რომ ყველა ეს შეზღუდვა რაც იყო.. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქ არა იმას სახელმწიფო რას აკრძალავდა, არამედ იმას, როგორ შეასრულებდა ამას ჩვენი თანამოქალაქეები. საბედნიეროდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს თავის დროზე ძალიან კარგად შეასრულა.

ჩვენ გვაქვს ერთი მაგალითი აქვე საქართველოში, ვინც არ დაიჯერა, რომ არსებობს ეს ვირუსი ეს არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, ბოლნისი, სადაც გვაქვს მატება შემთხვევების. ეს არის მაგალითი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში, მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონას არსებობა.

პიკი კი გადავლახეთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან თუ ქვეყნის გახსნის დროს ჩვენ ყველას დაგვავიწყდება, რომ კორონა არ გამქრალა, კორონა აქვეა ჩვენ გვერდით არის… მოდი ასე ვთქვათ, სახელმწიფო რეგულაციების დრო მცირდება და იწყება ჩვენი ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის მატების დრო”, – ამბობს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, საფრთხე იქნება არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ყველა პროგნოზით და დიდი ალბათობით საფრთხე ნოემბრის ბოლოდან ძალიან მოიმატებს.

„მაგრამ მანამდეც ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონასთან ერთად ცხოვრება, სოციალური დისტანცირება, ნიღბის ტარება, თავყრილობებისგან თავის შეკავება და ხელის დაბანას აღარ გავიმეორებ“, – ამბობს პაატა იმნაძე.