კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. მონაცმები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ ეტაპისთვის მათი რიცხვი 432-ია.
- გარდაცვლილია – 12;
- კარანტინის რეჟიმშია – 3 890;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.
„დღეისთვის COVID-ცენტრებში მკურნალობს 257 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის სხვაობა საკმაოდ სოლიდური რიცხვია, 187-ით სჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.