საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება

პუბლიკა

სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენის და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების  დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს. საჯარო სამსახურის ბიუროს და მთავრობის ადმინისტარციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა უკვე გაიმართა.

სამუშაო პროცესის შედეგად, შემუშავედება ერთიანი პროტოკოლები და პრინციპები თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების ფაქტის დაფიქსირების დროს.

2019 წლის მაისიდან სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდა როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე სამსახურში, სასწავლებელში და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

სექსუალური შევიწროება – კანონის მიღებამდე და მას შემდეგ