საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 18 მაისს უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზე, რომელსაც „China Road and Bridge Corporation“ ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა. მას ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია.
მათივე ცნობით, მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.