ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლნისიდან კორონავირუსის დიაგნოზით 1 ბავშვი შეიყვანეს

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკას ბოლნისის კლასტერიდან 1 დადასტურებული შემთხვევა დაემატა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ახალი პაციენტი ბავშვია და ის იმ ოჯახის წევრია, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდა დადასტურებული.

მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სულ 43 პაციენტი მკურნალობს. სოლოღაშვილი ამბობს, რომ მათგან 2-ზე გუშინ მოვიდა გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია. კლინიკაში 4 პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო.


ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და 713 გახდა. სულ გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი.