საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში სულ 713 დადასტურებული შემთხვევაა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 475 -ია.
„გამოჯანმრთელდა დამატებით კიდევ 19 პაციენტი. ამჟამად არის 475 გამოჯანმრთელებული პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით COVID-ცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ისინი ყველა ცნობილი წყაროს კლასტერია.
„ამ 11-იდან 9 არის ბოლნისი, ისინი არიან არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. 2 შემთხვევა კი არის საკარანტინო სივრცეში მყოფი, ოღონდ თვითიზოლაციაში მყოფი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
stopcov.ge-ზეც განთვსებული ინფორმაციის მიხედვით საქართელოში ეპიდსურათი შემდეგნაირია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 713;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 475;
- მათ შორის გარდაცვლილი – 12;
- კარანტინის რეჟიმში – 3519;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;