NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა იმ წესებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც ოფისებსა და დახურულ სივრცეებში უნდა გაითვალისწინონ.
მისი განცხადებით, გარდა ფიზიკური დისტანციისა, სხვა წესების დაცვაც სავალდებულოა, მათ შორის – დახურული სივრცის სწორი განიავება, სველი წესით ხშირი დალაგება, სათანადო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდებს შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედად არ უნდა ვიყოთ.
ზოგადად, რეკომენდებულია, როცა ადამიანები საოფისე სივრცეში ხანგრძლივად სხედან, ასეთ სივრცეებს უნდა ჰქონდეს გამწოვი ვენტილაცია, ჰაერის გარეთ გამტანი სისტემები ან პირდაპირი განიავების საშუალებები.
ერთი ოთახიდან გასული ჰაერი არ უნდა შედიოდეს მეორე სივრცეში და თუ ჰაერის გამწმენდი ფილტრები არ არის დაყენებული, უნდა ხდებოდეს ჰაერის ცირკულაცია და თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.