როგორია COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია COVID-19-ის 5 426 501 დადასტურებული შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 344 409, გამოჯანმრთელდა 2 259 064 ადამიანი.

ამ დროისთვის 2 769 792 ადამიანი მკურნალობის პროცესშია, მათგან 53 236 (2%) პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია როგორც – სერიოზული ან კრიტიკული.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 666 829 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 98 683 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 446 927.

შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბრაზილია – 349 113 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 142 587 გარდაიცვალა 22 165 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც ამ დოისთვის ფიქსირდება 344 481 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 113 299,  გარდაიცვალა 3 541 ადამიანი.

რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის მონაცემებით:

თურქეთში 155 686 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 117 602, გარდაიცვალა 4 308 ადამიანი.

სომხეთში 6 661 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 3 064, გარდაიცვალა 81 ადამიანი.

აზერბაიჯანში 3 982  დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 2 506, გარდაიცვალა 49 ადამიანი.

საქართველოში დღეს 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო სტატისტიკური მონაცემები კი ამგვარია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 730;

აქედან გამოჯანმრთელდა – 522; ]

გარდაიცვალა – 12;

კარანტინის რეჟიმში – 3076;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326;

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.