ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი, კახა იშხნელი ამბობს, რომ კლინიკის რეანიმაციაში არც ერთი პაციენტი არ არის ამ დროისთვის.
მისი თქმით, კლინიკაში კოვიდინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს.
„რეანიმაციაში პაციენტები აღარ გვყავს. კოვიდინფიცირებულებიდან 3 პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, საყურადღებო. მოზარდების მდგომარეობა მსუბუქია და ველოდებით მათ გაჯანმრთელებას. ახალი პაციენტები არ გვყავს“, – ამბობს კახა იშხნელი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დღეს ერთით გაიზარდა. სულ 731 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 526 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.