ცეკვა პირბადეებით - ჩინეთში ღამის კლუბების დიდი ნაწილი ამუშავდა

პუბლიკა

ჩინეთი ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. იქ ახლა უკვე ღამის კლუბების დიდი ნაწილიც გაიხსნა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კლუბის სტუმრებისთვის დეზინფექცია და პირბადის ტარება აუცილებელ ატრიბუტად რჩება.

შანხაის ერთ-ერთ ცნობილ კლუბ 44KW-ში საცეკვაო სივრცეებში სოციალური დისტანციის ნიშნებიც გააკეთეს. კლუბის დამფუძნებელი The Reuters-თან ჰყვება, რომ მართალია, კლუბმა ადრევე აღადგინა მუშაობა, მაგრამ მომხმარებელი ამ დრომდე სტუმრობას ერიდებოდა. „ხალხის უმეტესობა უსაფრთხოების მიზნით თავს არიდებდა მოსვლას“, – ამბობს ჩარლი გუო.

ახლა უკვე, როგორც ის ამბობს, კლუბი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. განსხვავება მაინც დარჩა – პერსონალს ნიღბები და ხელთათმანები უკეთია, კლუბში კი სოციალური დისტანციის ნიშნულებთან ერთად ხელის სადეზინფექციო აპარატები დააყენეს. კლუბის ყველა სტუმარს შესვლამდე ტემპერატურას უზომავენ. მინის ჭიქები პლასტმასმა ჩაანაცვლა. კლუბს კი ყოველდღიურად უკეთებენ დეზინფექციას.