მოძრაობა „შეცვალე" პარლამენტთან გიორგი გახარიას საპროტესტო აქციით დახვდა

პუბლიკა

მოძრაობა „შეცვალეს” აქტივისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბანერებითა და წითელი საღებავით გამოსახული ხელის ანაბეჭდებით დახვდნენ.

https://www.facebook.com/Shecvale/posts/289301259139153?__xts__[0]=68.ARC-AF6WqaDRA5otZp4EoxDt0qZ-EPvQ2sNBgan5mtANHubaczcpa1EDnRj3XTZvx_9qp4c8k0dzpEjJmMEnThIJ-HScOhAmSe550I0k-OF48dCM8W7RGXGPV4y3ES8bfNsAhC19pAEH3i2_w1qe6W9_DdPr7nmMyf9qQlulXmmmj9QLTNyFegO8hqauJx_Z2gDB0wXfQwmgCgj8MRwbIRVEM0BmwDbfd-Dzq1cH4xnVgQemmDxx9sbFESp9WByAx8nRkzSFKba8wbTjyK2PkPEg8BICu0nI15i5nJ_VKJObTP8RijHBMFm4benLz6c0t-hU1z-yC71f9tAjfvTht1Q&__tn__=-R

„მალე 20 ივნისი მოდის და გიორგი გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ მან და ივანიშვილის გარემოცვამ ვერ აპატიეს ქართველ ახალგაზრდებს ოკუპანტი, მკვლელი, კომუნისტი გავრილოვის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და ამის გამო ტყვიები ესროლეს. უნდა ახსოვდეს, რომ, როცა საკანონმდებლო ორგანოში მოდის, მისი ხელები სისხლითაა დასვრილი”, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მის მიერ შექმნილი „მოძრაობა ხალხისთვის” წევრებთან ერთად მივიდა. მან და მოძრაობის წევრებმა საჯაროდ წაიკითხეს 41 შეკითხვა, რომლებიც, ანა დოლიძის თქმით, ხალხს აწუხებს. ეს კითხვები კანცელარიაში პრემიერის სახელზე დარეგისტრირდა.


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტს გასული 2 თვის ანგარიშს წარუდგენს. მისი მოხსენების ძირითადი თემა კორონავირუსთან ბრძოლა და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმაა. მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატებს საშუალება ექნებათ, პრემიერს კითხვები დაუსვან. ბოიკოტის მიუხედავად, გახარიას გამოსვლას ესწრება საპარლამენტო ოპოზიცია.

ოპოზიციის შეკითხვები, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, შეეხება ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, კონკრეტულად, მოქალაქეთა ფინანსური დახმარების პროგრამას. უმრავლესობის დეპუტატები კი ამბობენ, რომ კითხვები მართლაც ბევრია, თუმცა მნიშვნელოვანი პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლაა.

პრემიერის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებიან.