პარლამენტში ბიუროს სხდომა უახლოეს საათებში ჩატარდება - პირველი არხი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიუროს შეკრების ზუსტი დრო ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დეპუტატების შეკრებისთანავე სხდომა დაიწყება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ სხდომას ჟურნალისტები არ გააშუქებენ და სხდომის ტრანსლირება, ტრადიციულად, პარლამენტის ვებგვერდზე და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით მოხდება.