პრემიერმა გიორგი გახარიამ დეპუტატის, ირმა ინაშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაჯარიმდა.
„ფარცხალაძის მაგალითზე ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო – დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა. ეგეთები ბევრი დაჯარიმდნენ. 9 000 ჯარიმა იყო….. მკითხეთ და არ გიპასუხეთ? აგერ ვარ და გეუბნები… რა თქმა უნდა, დაჯარიმდა. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ – დააშავა, დაჯარიმდა“, – განაცხადა დღეს პრემიერმა.
ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ პერიოდში, როცა ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო, ქუჩაში მანქანით გადაადგილდებოდა, ენმ-ის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო და გაავრცელა.