სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი facebook -ზე სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლას ეხმაურება.
„ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად, მსოფლიო დონის სტანდარტით: სამ ნაწილად გაყოფილი სპეცრაზმი ასუფთავებს პარლამენტის შენობას სამი მხრიდან (9 აპრილი, ზუბალაშვილები, ჭიჭინაძე) ხოლო ბოლოს მოხდება მთავარი პროსპექტის გასუფთავება, ბიჭებო ბრავო“. – წერს გოგაშვილი.