ზემო სვანეთში ორი დღეა, ტყე იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 45 სამაშველო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ხილვადობის პრობლემის გამო, ხანძრის ჩაქრობას მაშველები დილიდან გააგრძელებენ.
ხანძარია მესტიის, ეწერისა და ცხუმერის ტყეებში. ცეცხლი, სავარაუდოდ, ორი დღის წინ, გვიან ღამით გაჩნდა.
ხანძრის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნიკა ლებანიძე ავრცელებს.