სტამბოლში სამრეცხაოში მომხდარი აფეთქებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

პუბლიკა

სტამბოლში ბაშაქშეჰირის რაიონის სამრეცხაო ფაბრიკის აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული გამოცემა „მილიეთი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აფეთქებისას ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს 45 წლის მოქალაქე. ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორიც ადასტურებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.