კორონავირუსის შემთხვევები 3-ით გაიზარდა, ინფიცირებულია რესპუბლიკურის მედპერსონალი

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. სამივე ახალი შემთხვევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალია. ამის შესახებ „პუბლიკას“ კლინიკაში დაუდასტურეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში ამჟამად წევს 34 პაციენტი, საიდანაც Covid-ინფექცია დადასტურებული აქვს ათს. მათგან 4 არის მედპერსონალი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 831, მათგან გამოჯანმრთელებულია 694;