დაწყებულია პროდასავლური ორგანიზაციების ლეგენდით საზოგადოების აზრის შეცვლა – ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველის თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ანგარიშით წარდგა. მინისტრის გამოსვლას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

„დესტრუქციული ძალები ცდილობენ ჩვენი მთავრობის ეფექტიანობის, იმიჯის, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებისა და, რეალურად, დასავლური ღირებულებების პროექტების დისკრედიტებას. დაწყებულია და ძლიერდება სხვადასხვა პროდასავლური ორგანიზაციის ლეგენდით, რეალობაში კი, რა თქმა უნდა, ანტისახელწმიფოებრივი ძალების მიერ საზოგადოებრივი განწყობის სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესი.

ქვეყანაში ჩვენ ვხვდებით მთელ რიგ ფსევდოდასავლური ორგანიზაციების დესტრუქციულ აქტივობას, რომელთა საქმიანობა, ძირითადად, ორიენტირებულია სხვადასხვა საკითხზე. მსგავსი ორგანიზაციების მთავარი ამოცანა არის არასწორი და მავნე დისკურსების ჩამოყალიბება, სადაც ერთმანეთშია აღრეული ტყუილ-სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.