ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს

პუბლიკა

დეპუტატის ემზარ კვიციანის განცხადებით, ის ტოვებს „პატრიოტთა ალიანსს“ და საპარლამენტო ფრაქციასაც.

„4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება,პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში!უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ!ძალიან ვწუხვარ ,მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად!“,- წერს კვიციანი facebook პოსტში.