“ის რაც გუშინ, გუშინწინ, დღეს ხდება, შეზღუდვების გაძლიერების საფუძველი არ არის” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ხელმზღვანელი, ამირან გამყრელიზე. იგი ბოლო დღეებში მომატებულ ინფიცირების სემთხვევებს გულისხმობს.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია, უფრო უნდა მეტი თვითშეგნება ჩვენი მოსახლეობისა, რომ “გავითავისოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა”.
მისი თქმით, “ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს იზამს, თუ საზოგადოება გვერდში არ ამოუდგა. ჩვენ კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ცივ შემოდგომაზე ველოდებით. ეს შემთხვევები ისევ და ისევ დაკავშირებულია შეზღუდვების მოხსნასთან, რაც მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო, ამიტომ, სიფრთხილე, სიფრთხილე, სიფრთხილე….” – ამბობს გამყრელიძე.