კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემები stopcov.ge-ზე დილით განახლდა.

ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებია – 879;
მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 704;
გარდაცვლილია – 14.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, „15-დან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 საკარანტინო სივრციდან შემოტანილი, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს კონტაქტი, 2 შემთხვევის წყაროს დადგენა გრძელდება. საერთოდ წყაროს გარეშე პაციენტების მოძიების პროცესში იკვეთება, რომ ალბათ გამოვლინდება კონტაქტები, უბრალოდ კიდევ სჭირდება ამას დაზუსტება”, – ამბობს მარინა ეზუგბაია.