ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ არის. მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.

„ახალი შემეთხვევების არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ისე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება როგორც ვცხოვრობდით, რეგულაციები არსად არ წასულა და პირბადეები უნდა გვეკეთოს ყველას. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, სოციალური დისტანციისა და პირადი ჰიგიენის საკითხი კვლავ რჩება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, რამდენი შემთხვევა რჩება, რომელთა პირველწყაროც დაუდგენელია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 724-ია.

რაც შეეხება ახალი ინფიცირების შემთხვევებს, stopcov.ge-ზე ამ კუთხით, მონაცემები ამ დილით არ განახლებულა. გუშინდელი მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879 იყო.

ამ ეტაპისთვის stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 879;

– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 724;

– მათ შორის გარდაცვლილი – 14;

– კარანტინის რეჟიმში – 2710;

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267;

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;