დეზინფორმაციაა, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება – მთავრობის სტრატკომი

პუბლიკა

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.
ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება“, – აღნიშნულია განცხადებაში.