კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 2 გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 895 გახდა. გამოჯანმრთელების რაოდენობაც გაიზარდა და 741 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მეორე შემოტანილი შემთხვევა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 895;

– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 741;

– მათ შორის გარდაცვლილი – 14;

– კარანტინის რეჟიმში – 2855;

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264;

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;