20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა. 19:00 საათზე დაწყებულ აქციაზე მისულ მოქალაქეები 2-მეტრიან დისტანციის დაცვით, სპეციალურად დაკრულ სტიკერებზე იდგნენ. სტიკერებზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო გამოსახული.
აქციაზე, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის დაწყებამდე პარლამენტთან პერფორმანსი მოაწყეს მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა. „შევხვდებით არჩევნებზე!“ – აქცია 21:00 საათისთვის საქართველოს ჰიმნითა და ამ სლოგანით დასრულდა.