საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია დღეს ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია. მისი თქმით, პაციენტები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 946;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 825;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 3310;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 203;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;