საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალინფიცირებული სატვირთოს მძღოლია.

„ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა კვლავ სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან და ორივე შემოტანილია და საერთოდ, დაახლოებით, ორ კვირაზე მეტია, თუ არ ვცდები, ძირითადად, სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. შიდა გავრცელება ძალიან მინიმალური გვაქვს და ეს დასაიმედებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტია გარდაცვლილი.