საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებულიდან 5-ვე შემოტანილი შემთხვევაა, მათგან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 838, გარდაცვლილი – 15.
STOPCOV.GE-ს მონაცემებით,
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსებულია 202
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3