შსს შაქარაშვილის საქმეში ფოტოგრაფის მიერ „112-ში“ შესული ზარის ჩანაწერს ასაჯაროებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებენ იაკობ ბრეგვაძის მიერ „112-ში“ განხორციელებული ზარის ჩანაწერს და ასევე – 112-ის ოპერატორის სატელეფონო ზარს და საუბარს იაკობ ბრეგვაძესთან.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.

რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას”, – აცხადებს შსს.